რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული რ.გ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
წარდგენილი ბრალდების თანახმად რ.გ. ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული რ.გ. 2008 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ.ბ.-სთან თანაცხოვრების უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 2017 წლის იანვრის თვიდან, 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით,რ.გ. სისტემატურად, არასრულწლოვანი შვილების: გ.გ.-ს და რ.გ.-ს თანდასწრებით, მეუღლეს ლ.ბ.-ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უწმაწური სიტყვებით, ცულის დემონსტრირებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და მოუწოდებდა, რომ წასულიყო სახლიდან, აღნიშნული ქმედებებით ლ.ბ.-ი განიცდიდა ტანჯვას.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული რ.გ დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, რის საფუძველზეც სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული რ.გ. აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობითად.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. |