რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ზ.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამ ეპიზოდში) დამნაშავედ ცნო.
წარდგენილი ბრალდების თანახმად ზ.მ -ს ბრალად ედებოდა მისი მეუღლის ჟ.ძ-ს (გენდერული ნიშნით და დისკრიმინაციის მოტივით), მეუღლის მშობლების დ.ძ-ს და ტ.ძ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ჩადენა.
საქმის მასალების მიხედვით, ზ.მ-ს მიერ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების განხორციელება გრძელდებოდა 2017 წლის ოქტომბერიდან 2018 წლის 09 იანვრის ჩათვლით.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული ზ.მ ხუთივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი ზ. მ.-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში
|