Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ქალის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

28-03-2018
სასამართლომ ქალის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ  ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გ.ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში)  დამნაშავედ ცნო.

წარდგენილი ბრალდების თანახმად გ.ნ-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და  ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი .

საქმის მასალების მიხედვით, გ.ნ. მისი მეუღლის თ.ნ.-ს მიმართ ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა 2018 წლის 20 იანვრიდან  2018 წლის 21 იანვრის ჩათვლით.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით  ბრალდებული გ.ნ. ორივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ხოლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას  გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი და გ. ნ.-ს  ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის  ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული გ.ნ. ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, საქმეზე დაზარალებულად ცნობილ თ.ნ.ს პრეტენზია არ გააჩნდა, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობითად. 

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია