Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

29-03-2018
სასამართლომ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

წარდგენილი ბრალდების თანახმად დ.ჯ-ს ბრალად ედებოდა ავტომობილის  მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე დ.ჯ.-მ. ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ქ. რუსთავის შესასვლელთან მოუხვია მარცხნივ და დაიწყო საპირისპირო მოძრაობის ზოლის გადაკვეთა, რა დროსაც მას შეეჯახა შემხვედრი მიმართულებიდან მოძრავი ,,მერსედეს ბენცის’’ მარკის ავტომობილი, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით დ. ჯ.-ს მგზავრი - ს.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით  ბრალდებული დ.ჯ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დ.ჯ. აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, დანაშაულის ჩადენის დღიდან ცდილობდა  დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის გამოსწორებას მკურნალობის პროცესში აქტიური ჩართულობით, ხოლო გარდაცვალების შემდეგ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ეხმარებოდა მატერიალურად, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე  02 (ორი) წლის ვადით ჩამოართვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. დავით ჯავახიშვილის მიმართ შერაცხული ბრალდება ჩადენილი იყო რა 2011 წლის 06 აგვისტოს და მასზე ვრცელდებოდა  2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16  და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შეღევათები, დ. ჯ.-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით  და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოართვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია