რუსთავის საქალაქო სასამართლომ მეუღლის და ქალიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ლ.ლ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”,,,ბ“და ,,გ" ქვეპუნქტებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.
წარდგენილი ბრალდების თანახმად ლ.ლ.-ს ბრალად ედებოდა მისი მეუღლის თ.ლ-ს და მისი ქალიშვილის მ.ნ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ჩადენა.
საქმის მასალების მიხედვით, ლ.ლ. მისი მეუღლის და ქალიშვილის მიმართ ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა 2016 წლის ზაფხულიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული ლ.ლ. სამივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ხოლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ლ.ლ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ლ.ლ. აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულებს, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ და ითხოვდნენ სასჯელის შემსუბუქებას, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დაავალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. |