Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

23-04-2018
სასამართლომ  ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ  ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის და მისი მშობლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ლ.ქ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის  ,,ბ’’ ქ/პუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნო.

წარდგენილი ბრალდების თანახმად ლ.ქ.-ს ბრალად ედებოდა მისი ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს  და ყოფილი მეუღლის მშობლის ზ.დ.-ს  მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ჩადენა.

საქმის მასალების მიხედვით, ლ.ქ.-ს მიერ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების განხორციელება გრძელდებოდა 2016 წლიდან  2017  წლის 21 ნოემბრის ჩათვლით. 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით  ბრალდებულ ლ.ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის  ,,ბ’’ ქ/პუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია