რუსთავის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის ხელყოფაში ბრალდებული დ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით დამნაშავედ ცნო.
საქმის მასალების მიხედვით 2017 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე დ. ს. რუსთავის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელს მ.ბ.-ს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაესხა თავს, კერძოდ: მარჯვენა ხელის ქურთუკის მკლავში შეცურებული რკინის მილი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც მ.ბ.-მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება ქალა ტვინის ღია ტრავმის, მარცხენა საფეთქლის ძვლის მოტეხილობის სახით.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებულ დ.ს.-ს . მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
|