Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

18-05-2018
სასამართლომ    წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე  ბრალდებულები დამნაშავედ  ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ  დამნაშავედ ცნო წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბრალდებულები ვ.ო., ი.ო. და  დ.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით და საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  1441-ე მუხლის  მე-2 ნაწილის ,,ე’’, ,,ზ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით, ხოლო ბრალდებულები ვ.ე., ზ.ე., ნ.ბ., რ.ქ. და ე.ე. საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’, ,,ზ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

საქმის მასალების მიხედვით ვ.ო.-მ, ი.ო.-მ და, დ. მ.-მ  დაზარალებული ნ. ნ. იძულებით ჩასვეს დ. მ.-ს მართვის ქვეშ არსებულ ,,ოპელის’’ მარკის ავტომანქანაში და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. იმავე დღეს  ბრალდებულებმა თავისუფლებააღკვეთილი ნ.ნ. სასტიკი დასჯის, ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის მიყენების მიზნით სცემეს და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ გამოიყენეს სექსუალური ხასიათის ძალადობა.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით  ბრალდებულები  ვ. ო., ი. ო., ნ.ბ.-, ვ. ე., ზ.მ, დ. მ, რ. ქ. და ე. ე. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად ვ.ო-ს,  ი.ო.-ს, ვ.ე.-ს და ზ.ე.-ს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, ხოლო ბრალდებულებს ნ.ბ-ს, დ.მ.-ს, რ.ქ.-ს და ე.ე.-ს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია