რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ იქნა ბრალდებულ ფ.ე.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის).
სასამართლომ ბრალდებული ფ.ე. ოჯახური ძალადობის ეპიზოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის ფ.ე.-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ეპიზოდი) ბრალდებაში ფ.ე.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება საფუძველს არ იძლეოდა დასკვნისთვის, რომ ფ.ე.-მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ბრალდებულის ქმედება დააკვალიფიცირა უფრო მსუბუქი დანაშაულის ნიშნებით კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) თვის ვადით.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. |