2018 წლის 14 ივნისიდან, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, პილოტურ რეჟიმში, ამოქმედდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ შექმნილი, სასამართლო სხდომების ადმინისტრირებისა და მართვის სისტემა. აღნიშნული სისტემა, მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლო სხდომების ურთიერთ დამთხვევას, სხდომის დარბაზების უკმარისობით გამოწვეულ სხდომათა გადადებებს, სასამართლო სხდომების არასამუშაო დღეებში შეცდომით დანიშვნას, უზრუნველყოფს სასამართლოს მეტ გამჭირვალობას და ღიაობას, სასამართლოს მომხმარებელთა დეტალურ ინფორმირებას სხდომათა მიმდინარეობის თაობაზე, ამასთან ხელს შეუწყობს სასამართლო სხდომების მიმდინარეობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, დამუშავებას.
|