Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ესტუმრნენ

26-06-2018
რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ესტუმრნენ

მიმდინარე წლის 26 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: ბატონი ზაზა ხარებავა, ბატონი ლევან გზირიშვილი და ბატონი შოთა ქადაგიძე ეწვივნენ.

სტუმრებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან ერთად უმასპინძლა.

სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო ბოლო პერიოდში რუსთავის საქალაქო სასამართლოში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ახლად ამოქმედებული სასამართლო სხდომების ადმინისტრირებისა და მართვის სისტემა და მისი მუშაობის ძირითადი პრინციპები, ამასთან დეტალურად იქნა განხილული საქმეთა სიმრავლის გამო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შექმნილი მძიმე ვითარება და სასამართლოს წინაშე არსებული სხვა სახის გამოწვევები.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია