Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გაამართლა

05-07-2018
სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გაამართლა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ბრალდებულ ი.პ.-ს  მიმართ სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმის მასალების მიხედვით ი.პ.-მ მის დროებით საცხოვრებელ ბინაში თავის მეუღლეს ც.მ.-ს მათ შორის ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი კამათის დროს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა,  რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ  მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა. 

სასამართლოს  განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია