რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ბრალდებულ ს.ი.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
საქმის მასალების მიხედვით ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.ი.-მ მეუღლეს ტ.ჩ.-ს მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჯერ უცენზურო სიტყვებით მიმართა, შემდეგ კი მარჯვენა ფეხი ძლიერად ჩაარტყა მარცხენა ფერდის არეში, რის შედეგადაც ტ.ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ტ.ჩ-მ და არასრულწლოვანმა მოწმეებმა (შვილებმა) უარი განაცხადეს მათი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის ს.ი. -ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
|