რუსთავის საქალაქო სასამართლომ არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე ბრალდებული მ.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის, მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნო.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ნასამართლევმა მ.მ. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი წონით 88,6652, რაც ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას, სპორტული ფეხსაცმელების შიგთავსიდან.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ხოლო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მ.მ.-ს პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელი, (ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული) ისე დამამძიმებელ გარემოება (ბრალდებული წარსულში ნასამართლევი იყო ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
|