Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ განზრახ მკვლელობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

10-09-2018
სასამართლომ   განზრახ მკვლელობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე  გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი) და სიცოცხლის მოსპობის მუქარის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი), ბრალდებით ბრალდებული ლ.შ. დამნაშავედ ცნო.

საქმის მასალების მიხედვით,  2018 წლის 26 ივნისს, შუადღის საათებში,  ლ. შ.-მ შურისძიების მოტივით და მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით  მოკლა ვ. თ. 

ასევე ცეცხლსასროლი იარაღით  მომარჯვებული ლ.შ, სიცოცხლის მოსპობით რამოდენიმეჯერ დაემუქრა ვ.თ.-ს სიდედრს ლ.ვ.-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით  ბრალდებული ლ.შ. მისთვის ბრალად წარდგენილ განზრახ მკვლელობაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი) და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი) დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ხოლო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ლ.შ.-ს პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელი,  ისე დამამძიმებელ გარემოება და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის თანახმად  05 (ხუთი) წლის ვადით შეუზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლება.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია