რუსთავის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულ ი.ს.-ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა).
საქმის მასალების მიხედვით ი.ს.-მ, სიტყვიერი შეკამათების დროს, ს. ჯ.-ს შურისძიების მოტივით, მუშტების სახისა და თავის არეში მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება. ი.ს.-ს მიერ თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად ს.ჯ. გარდაიცვალა.
მოცემულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით 2018 წლის წლის 31 ოქტომბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა, სადაც მოხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 150 კანდიდატიდან 12 ძირითადი და არანაკლებ 02 სათადარიგო ნაფიცი მსაჯულის შერჩევა
|