რუსთავის საქალაქო სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები კენტ კესიბრი და ეკატერინე ფოფხაძე სტუმრობდა. სტუმრებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ უმასპინძლა .
სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო ბოლო პერიოდში რუსთავის საქალაქო სასამართლოში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული და პროგრამული პროექტები.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები სასამართლოში მიმდინარე საქმეების განხილვას დაესწრნენ, ასევე მოსამართლეებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებსა და მათ გამოცდილებაზე გაესაუბრნენ. |