რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბელორუსისა და ტაჯიკეთის სასამართლოს წარმომადგენლები ეწვივნენ. კოლეგებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასამართლოს ორგანიზაციული მოწყობისა და ადმინისტრირების საკითხებს, კერძოდ, საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემას და სხვა ელექტრონულ პროგრამულ მიღწევებს. შეხვედრის მიმდინარეობისას ბელორუსისა და ტაჯიკეთის სასამართლოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობა, სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით შექმნილმა ბავშვზე მორგებული გარემოსა და მედიაციის სასესიო ოთახებმა. |