რუსთავის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ი.ს.-ს მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) 2018 წლის 02 ნოემბერს 11:00 საათზე ჩანიშნული ნაფიც მსაჯულთა შერჩევის რიგით მეორე სხდომა დასრულდა.
სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 150 კანდიდატიდან გამოცხადდა 32 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი, საიდანაც მხარეთა შუამდგომლობების განხილვის შემდეგ ვერცერთი კანდიდატის შერჩევა ვერ მოხერხდა.
საქმის მასალების მიხედვით ი.ს.-მ, სიტყვიერი შეკამათების დროს, ს. ჯ.-ს შურისძიების მოტივით, მუშტების სახისა და თავის არეში მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება. ი.ს.-ს მიერ თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად ს.ჯ. გარდაიცვალა.
მოცემულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მიზნით 2018 წლის წლის 12 ნოემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის შემდგომი სხდომა, სადაც მოხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 100 კანდიდატიდან 11 ძირითადი და არანაკლებ 02 სათადარიგო ნაფიცი მსაჯულის შერჩევა.
|