Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ზ.ს.-ს მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა

06-11-2018
პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ზ.ს.-ს მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა

2018 წლის 06 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ზ.ს.-ს მიმართ მხოლოდ  წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე  თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით).

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის  შუამდგომლობას  დაეთანხმა ბრალდებული ზ.ს. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ.ლ. 

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა  2018 წლის 14 დეკემბერს 13:00 საათზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია