Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ქურდობის მცდელობაში ბრალდებულები გაამართლა

26-02-2019
სასამართლომ ქურდობის მცდელობაში ბრალდებულები გაამართლა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ბრალდებულების ა.ა.-ს  და გ.მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქ/პუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქ/პუნქტებით. 

საქმის მასალების მიხედვით  2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 03:40 საათზე, გ.მ., დ.ნ და 2011 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ა.ა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ ქ. რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ეზოში მდგარ „ტოიოტა-პრიუსის“ ფირმის ავტომანქანის ნაწილებს. კერძოდ, ისინი ცდილობდნენ ლითონის ხელსაწყოების გამოყენებით მოეხსნათ ავტომანქანის კატალიზატორი, რისთვისაც მანქანის ქვეშ შედგმული ჰქონდათ ე.წ. „დომკრატი“. მანქანის წინა ნაწილის ქვეშ ძირს იწვა გ.მ, რომელიც ხსნიდა კატალიზატორის ჭანჭიკებს, ხოლო იქვე ჩაცუცქული ა.ა ეხმარებოდა და აწვდიდა  ქანჩს. იქვე მანქანასთან იდგა დ.ნ, რომელიც აკონტროლებდა სიტუაციას, რათა ისინი ქურდობის დანაშულის ჩადენისას არ შეემჩნიათ სხვა პირებს. მათ წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენისას, რის გამოც ა.ა, გ.მ და დ.ნ ვერ შეძლეს ქურდობის დასრულება. ა.ა-ის, გ.მ.-ს და დ.ნ-ს ქმედებებით ნ.მ მიადგებოდა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

სასამართლომ  მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულების გ.მ-ს და ა.ა-ს ბრალეულობას მათთვის წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა, გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი და ბრალდებულები გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

სასამართლოს განაჩენი მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში,  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია