2019 წლის 18 მარტიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ შექმნილი, სასამართლო სხდომების ადმინისტრირებისა და მართვის სისტემა ამოქმედდა. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს სასამართლოს მეტ გამჭირვალობას და ღიაობას, სასამართლოს მომხმარებელთა დეტალურ ინფორმირებას სხდომათა დაწყების, მიმდინარეობის, გადადების და დასრულების თაობაზე, სისტემა მინიმუმამდე დაიყვანს რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოებში სასამართლო სხდომების ურთიერთ დამთხვევას, სხდომათა გადადებებს, სასამართლო სხდომების არასამუშაო დღეებში შეცდომით დანიშვნას, ამასთან ხელს შეუწყობს სასამართლო სხდომების მიმდინარეობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, დამუშავებას.
|