Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გაამართლა

10-04-2019
სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში  ბრალდებული გაამართლა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ბრალდებულ ა.ა.-ს  მიმართ სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

საქმის მასალების მიხედვით ა.ა.-მ  ც.მ.-ს, რომელთანაც 12 წელი ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას მათი საერთო არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ერთხელ თავისა და ორჯერ მარცხენა ბეჭის არეში მუშტის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ც.მ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ც.მ-მ და არასრულწლოვანმა მოწმემ (შვილმა) უარი განაცხადეს მათი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად  სასამართლომ  მოისმინა საქმეზე წარმოდგენილ სხვა მოწმეთა ჩვენებები, მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის ა.ა.-ს  ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლოს  განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია