რუსთავის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები პ.ა.მ და ს.ა.გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.
საქმის მასალების მიხედვით, პ.ა.გ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნისას უკანონოდ ინახავდა 51,3823 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“ და 0.1922 გრამ ნარკოტიკული საშუალება „მეთადონს“, რაც მისგან ამოღებულ იქნა ქალაქ რუსთავში. პ.ა.გ.- მ ზ/აღნიშნული ნარკოტიკულ საშუალება, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოსვლისას.
ს. ა. გ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნისას უკანონოდ ინახავდა 51,2325 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“, რაც მისგან ამოღებულ იქნა ქალაქ რუსთავში. ს. ა. გ.- მ ზ/აღნიშნული ნარკოტიკულ საშუალება, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოსვლისას.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებულები პ.ა.გ. და ს. ა. გ. დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ხოლო სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პ.ა.გ. და ს. ა. გ. პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელი, (ბრალდებულებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული) ასევე მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა საზოგადოებრივი საფრთხე და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ორივე ბრალდებულს ცალ-ცალკე განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. |