Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სკოლის მოსწავლეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში

10-04-2019
სკოლის მოსწავლეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში

2019 წლის 10 აპრილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს, „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში ქ. გარდაბნის №3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. სტუმრებს სასამართლოს მენეჯერმა გურამ კორკოტაშვილმა უმასპინძლა. მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები დაათვალიერეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ისაუბრეს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე და სასამართლოში საქმისწარმოების წესის თაობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ სასამართლოს მენეჯერმა მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები „ბავშვი და სამართალი“ გადასცა.

რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი თაობის სამართლებრივი კულტურის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია