Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გაამართლა

01-05-2019
სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში  ბრალდებული გაამართლა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ბრალდებულ დ.კ.-ს  მიმართ სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმის მასალების მიხედვით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა  დ.კ.-მ  მამამისს  ტ.კ.-ს საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე  მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ტ.კ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ტ.კ-მ უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად  სასამართლომ  მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის დ.კ.-ს  ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს  განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია