Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ მუქარაში ბრალდებული გაამართლა

01-05-2019
სასამართლომ მუქარაში  ბრალდებული გაამართლა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ბრალდებულ ს.ბ.-ს  მიმართ სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმის მასალების მიხედვით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი  ს.ბ. მეუღლეს  ზ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულ ზ.ბ.-ს  გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ.ბ-მ და (ოჯახის წევრებმა) მოწმეებმა თ.ბ.-მ, რ.ბ.მ და რ.ბ.-მ უარი განაცხადეს მათი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად  სასამართლომ  მოისმინა საქმეზე წარმოდგენილ სხვა მოწმის ჩვენება, მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის ს.ბ.-ს  ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს  განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია