2019 წლის 02 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს, „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში ქ. გარდაბნის №4 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. სტუმრებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატმა მოსამართლემ ირინე ტყეშელაშვილმა უმასპინძლა. მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები დაათვალიერეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ისაუბრეს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე და სასამართლოში საქმისწარმოების წესის თაობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსამართლემ მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები „ბავშვი და სამართალი“ გადასცა.
რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი თაობის სამართლებრივი კულტურის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.
|