2019 წლის 02 ივლისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრში მორიგი მედიაციის პროცესი შედგა. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაეცათ მედიატორებს დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით.
სასამართლოს და მედიატორთა ძალისხმევამ გამოიღო სასარგებლო შედეგი - მედიაცია დასრულდა წარმატებით. #ცადემედიაცია
|