რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოების ფოიეში არსებული სივრცის რაციონალურად გამოყენების მიზნით, დამონტაჟდა კედლის მაგიდები. კედლის მაგიდები პრაქტიკულად არ იკავებს დამატებით ადგილს და საშუალებას იძლევა სასამართლოში არსებული მცირე ზომის სივრცე ეფექტურად იქნეს გამოყენებული.
ამასთან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობის მე-2 სართულზე არსებული მცირე ზომის სივრცის რაციონალურად გამოყენების მიზნით, განთავსდა კარადა ტრანსფორმერი, რომელიც განკუთვნილია ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებისთვის.
|