Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

30-07-2019
რუსთავის საქალაქო სასამართლო

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჩატარებული კონკურსების შედეგად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილება პრაქტიკულად ახალი, კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტდა.

კომპეტენტური კადრების, შესაბამისი ელექტრონული პროგრამით უზრუნველყოფის და განხორციელებული ტექნიკური ცვლილებების შედეგად, მიღწეულ იქნა კანცელარიის ეფექტურობის და მოქალაქეთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი, რაც აისახა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჩატარებულ მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევის შედეგებში.

გამოკითხული 197 ადამიანიდან, 177-მა დაადასტურა, რომ სასამართლოს კანცელარია მოქალაქეებს ემსახურება ეფექტურად.

სასამართლოს მომხმარებელთა 89.9% მიიჩნევს, რომ სასამართლოს კანცელარია მოქალაქეებს ემსახურება ეფექტურად.

რუსთავის საქალაქო სასამართლო მადლობას უხდის გამოკითხვაში მონაწილე ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციისა, რაც გვიმაღლებს მოტივაციას უფრო მეტად ვიმუშაოთ სასამართლო სისტემის წარმატებისთვის.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია