2019 წლის 20 სექტემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრში მორიგი მედიაციის პროცესი შედგა. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაეცათ მედიატორებს დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით.
სასამართლოს და მედიატორთა ძალისხმევამ გამოიღო სასარგებლო შედეგი - მედიაცია დასრულდა წარმატებით.
დღიდან ამოქმედებისა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრისთვის გადაცემული საქმეების 62.5% შეთანხმებით დასრულდა.
#ცადემედიაცია
|