რუსთავის საქალაქო სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge ) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მანდატურის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა და გასაუბრება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "რუსთავის საქალაქო სასამართლო".
|