2019 წლის 5 ნოემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრში მორიგი მედიაციის პროცესი შედგა. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაეცათ მედიატორებს დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით. მედიაცია დასრულდა შეთანხმებით. დავა რომელიც შეიძლება გაგრძელებულიყო 3 თვე, ფაქტობრივად დასრულდა ერთ დღეში. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრისთვის გადაცემული საქმეების 70% შეთანხმებით დასრულდა. #ცადემედიაცია |