Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდობის დაცვისა და არასრუწლოვანთა აკადემიის მსმენელების ვიზიტი რუსთავის საქალაქო სასამართლოში

21-11-2019
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდობის დაცვისა და არასრუწლოვანთა აკადემიის მსმენელების ვიზიტი რუსთავის საქალაქო სასამართლოში

საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გაცნობის მიზნით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდობის დაცვისა და არასრუწლოვანთა აკადემიის მსმენელები იმყოფებოდნენ.

შეხვედრას სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ და სასამართლოს მენეჯერმა გურამ კორკოტაშვილმა უმასპინძლა.

არასრუწლოვანთა აკადემიის მსმენელები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფის მიზნით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს. ამ მიზნით, სტუმრებმა დაათვალიერეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში არსებული ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ბავშვზე მორგებული გარემო და მედიაციის სასესიო ოთახი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია