Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადება

30-04-2020
რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადება

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020  წლის 29 აპრილის განაჩენით ტ.მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ“, მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქ/პუნქტებით,  სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით. სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, გამოცხადდა ბრალის აღიარებით და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს, სსკ-ს 54-ე მუხლის მიხედვით, საქმეზე არსებობდა დამამძიმებელ გარემოებათა ერთობლიობა, რაც მისთვის ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედის დანიშვნის საფუძველს არ იძლეოდა. გარდა ბრალდების ფარგლებში არსებული დამამძიმებელი გარემოებებისა, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ მეუღლის მკვლელობა ბრალდებულმა ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, იმავდროულად იძალადა მოკლული მეუღლის დაზე, რომელიც ცდილობდა მის დამშვიდებას და ამის მიუხედავად ბრალდებულმა ყელის არეში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად, დასჯის მიზნით, დედის და დის თანდასწრებით განზრახ მოკლა მისი მეუღლე. ბრალდებული ასევე ნასამართლევი იყო ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის, რაც ერთობლიობაში გახდა მის მიმართ ამ ბრალდებისთვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის დანიშვნის საფუძველი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია