Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

08-05-2020
რუსთავის საქალაქო სასამართლო

2020 წლის 8 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ შეძლო, კანონმდებლობისა და მარეგულირებელი აქტების მოთხოვნათა განუხრელად დაცვით, დაემტკიცებინა, დისტანციური პლატფორმის გამოყენების პირობებში წარმატებით დასრულებული პირველი სასამართლო მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმება.

2020 წლის 6 მაისს, კორონავირუსით გამოწვეული ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაცემულ სამოქალაქო საქმეზე სასამართლო მედიაცია პირველად ჩატარდა დისტანციური კომუნიკაციის გზით. სასამართლო მედიაციის შედეგების ამსახველი დოკუმენტბრუნვის ორგანიზებაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს დაეხმარა ოზურგეთის რაიონული სასამართლო.

სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაეცა მედიატორს და დავა, რომელიც შესაძლოა გაგრძელებულიყო სულ მცირე 3 თვე, დასრულდა 3 დღეში.

ვიმედოვნებთ, რომ „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ  დისტანციურად ჩატარებული პირველივე წარმატებული პროცესი მომავალში წამახალისებელი გახდება მოდავე მხარეებისთვის და მათი ადვოკატებისთვის, რაც შეიძლება ხშირად მიმართონ დავის გადაწყვეტის ამ ალტერნატიულ საშუალებას და უმოკლეს ვადებში მიიღონ სასარგებლო შედეგი, რადგან მედიაციით წაგებული არავინ რჩება!!!

#ცადემედიაცია!

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია