სასამართლო მედიაციის 2020 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკური მონაცემები, სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეთა ნაკადის, მედიატორთა დატვირთულობისა და მედიაციის დასრულების შედეგების თაობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის (მოსამართლე: პაატა ფხალაძე) გადაწყვეტილებით, 2020 წლის ნოემბრის თვეში სასამართლო მედიაციას გადაეცა 1 საქმე.
ü ნოემბრის თვეში სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ 1 საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა ალიმენტის დაკისრება (საოჯახო სამართლებრივი დავა).
ü ნოემბრის თვეში სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეზე, მედიატორი არჩეულ იქნა მხარეთა შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილ 3 დღის ვადაში (მედიატორი: მამუკა კუპრაშვილი).
ü ნოემბრის თვეში წარმართულ იქნა 6 სასამართლო მედიაცია 3 საქმეზე. (მედიატორი: მადონა ნიკოლაიშვილი - 5 სასამართლო მედიაციის პროცესი; მედიატორი მამუკა კუპრაშვილი - 1 სასამართლო მედიაციის პროცესი);
ü 2020 წლის ნოემბრის თვეში, 1 საქმე დასრულდა მხარეთე შეთანხმებით, ხოლო ერთი საქმე დაუბრუნდა მოსამართლეს წარმოების განსაახლებლად.
ü დღეის მდგომარეობით ერთ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო მედიაციის პროცედურები.
„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან (2020 წლის 1 იანვარი) დღემდე, სასამართლოს მედიაციას დაქვემდებარებული 15 საქმიდან, 11 საქმე დასრულდა მხარეთა მორიგებით (78.6%), 3 საქმე დაუბრუნდა მოსამართლეს წარმოების განსაახლებლად, ხოლო 1 საქმეზე მიმდინარეობს მედიაციის პროცედურები.
სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული 15 საქმიდან 4 საქმეზე (4 სასამართლო მედიაცია), კორონავირუსით გამოწვეული ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასამართლო მედიაცია წარიმართა დისტანციური პლატფორმის გამოყენებით (ოთხივე საქმეზე მხარეთა შორის შედგა შეთანხმება). |