Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

24-12-2020
რუსთავის საქალაქო სასამართლო

ქვეყანაში კოვიდ-19-ის ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით გასატარებელმა  ღონისძიებებმა, ისევე, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, რუსთავის საქალაქო სასამართლოც იძულებული გახადა საზოგადოების მისაღებ სივრცეებში შეეტანა ცვლილებები (სასამართლოს ბალანსზე უკვე არსებული ავეჯის გამოყენებით), რამაც სამწუხაროდ, გამოიწვია ამ სივრცეებში სხვადასხვა ფერის ავეჯის განთავსება და შენობის ინტერიერში ფერთა მკვეთრი აღრევა. აღნიშნული გარემოების მოწესრიგების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები: არსებული ავეჯის ზედაპირები შეფუთა სასურველი ფერის თვითწებადი საფარით და იმავე ფერის პლასტიკური კუთხოვანებით. რამაც შესაძლებელი გახადა, როგორც რუსთავის საქალაქო, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოების მისაღებ სივრცეებში დამცავი ბარიერების მოწყობასთან ერთად იქ განთავსებული ინვენტარისთვის/ავეჯისთვის იმგვარად შეეცვალა ფერი, რომ დომინანტ ფერად კვლავ შეენარჩუნებინა ნაცრისფერი, რომელასც აღებული აქვს როგორც შავი, ისე თეთრი ფერის თვისებები და გამოხატავს ელეგანტურობას, სისუფთავეს, პატივისცემას, სტაბილურობას და სინაზეს.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია