Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფისა და სამოქალაქო დავების ალტერნატიული გზებით გადაწყვეტის მიზნით, იწყებს კიდევ ორი პროექტის განხორციელებას.

11-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფისა და სამოქალაქო დავების ალტერნატიული გზებით გადაწყვეტის მიზნით, იწყებს კიდევ ორი პროექტის განხორციელებას.
ბავშვზე მორგებული გარემო წარმოადგენს იზოლირებულ სივრცეს, რომლის ინტერიერი და ტექნიკური აღჭურვილობა იძლევა შესაძლებლობას, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არასრულწლოვანი მოწმის ან დაზარალებულის მეორეული ვიქტიმიზაცია და ასევე, დაცულ იქნას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, არასრულწლოვან მოწმეს ან დაზარალებულს მიეცეს შესაძლებლობა, მასზე მორგებულ გარემოში შეხვდეს ფსიქოლოგს და/ან თარჯიმანს, როგორც ამას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე ოთახიდან შესაძლებელია განხორციელდეს არასრულწლოვანი მოწმის და/ან დაზარალებულის დისტანციური დაკითხვა. საყურადღებოა, რომ სწორედ ამ მიზნით, ციფრული ტექნიკით აღიჭურვა როგორც სასამართლოს ბავშვზე მორგებული ოთახი, ასევე სასამართლო სხდომის N2 და N4 დარბაზები.
ამავე პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოეწყო და სრულად აღიჭურვა სამოქალაქო საქმეზე მოდავე მხარეთა სასამართლო მედიაციის დარბაზი, რაც ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით წამოწყებული სასამართლო მედიაციის პილოტური პროექტის წარმატებით ამოქმედებასა და განხორციელებას.
 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია