Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

სკოლის მოსწავლეები რუსთავის საქალაქო სასამართლოში

11-01-2021
სკოლის მოსწავლეები რუსთავის საქალაქო სასამართლოში

2018 წლის 17 მაისს სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში რუსთავის საქალაქო სასამართლოს,  სსიპ რუსთავის N2 საჯარო სკოლის  მეათე კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი.

მოსწავლეებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესზე დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე კაზუსი განიხილეს. სისხლის სამართლის პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარდა და მოსწავლეებმა საკუთარი სამართლებრივი და პროცესუალური უნარების დემონსტრირება მოახდინეს.

ღონისძიების დასასრულს სასამართლოს წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს  ნაფიც მსაჯულთა  ინსტიტუტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. 

რუსთავის საქალაქო სასამართლო მიესალმება მოსწავლეთა ინიციატივებს და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია