რუსთავის საქალაქო სასამართლოს დაემატა ორი ახალი სხდომის დარბაზი. მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული დარბაზები ვიზუალურად განსხვავდება საერთო სასამართლოებში დღემდე არსებული ტიპიური სხდომის დარბაზების წყობისგან. დარბაზებში მაგიდის ფორმები მიმსგავსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ადმინისტრაციული სასამართლოს სხდომის დარბაზებში არსებულ მაგიდის ფორმასთან და ადაპტირებულია ჩვენს სამართლებრივ და სივრცით რეალობასთან.
სხდომის დარბაზები მოსახერხებელია, როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების, ასევე არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ საქმეების განხილვისას და გამოძიების ეტაპზე მოწმეების სასამართლოში დასაკითხად.
ასეთი წყობით სხდომის დარბაზის მოსაწყობად საკმარისი აღმოჩნდა 27 მ2 ფართის ოთახი. |