2019 წლის 2 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში შედგა პირველი მედიაციის პროცესი. სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაეცათ მედიატორებს დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოში შექმნილია შესაბამისი პირობები მედიაციის პროცესის წარმატებით წარმართვისთვის.
სასამართლოს და მედიატორთა ძალისხმევამ გამოიღო სასარგებლო შედეგი - მედიაცია დასრულდა წარმატებით, მხარეები შეთანხმდნენ და დავა რომელიც დაახლოებით 5 თვე შეიძლება გაგრძელებულიყო, დაასრულეს ფაქტობრივად ერთ სამუშაო დღეში. ვიმედოვნებთ, რომ პირველივე წარმატებული პროცესი მომავალში წამახალისებელი გახდება მოდავე მხარეებისთვის და მათი ადვოკატებისთვის, რაც შეიძლება ხშირად მიმართონ დავის გადაწყვეტის ამ ალტერნატიულ საშუალებას და უმოკლეს ვადებში მიიღონ სასარგებლო შედეგი, რადგან მედიაციით წაგებული არავინ რჩება!!! ცადემედიაცაია!
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კმაყოფილი მხარეები სიამოვნებით დათანხმდნენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გაშუქებას საჯაროდ და ფოტოების გადაღებას. |