2019 წლის 20 მაისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში, „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში ქ. გარდაბნის №1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმიტირებული პროცესი ჩაატარეს.
პროცესამდე სტუმრებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი და სასამართლოს მენეჯერი გურამ კორკოტაშვილი შეხვდა. მოსწავლეებმა სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები დაათვალიერეს, ისაუბრეს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე და სასამართლოში საქმისწარმოების წესის თაობაზე.
რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლო მიესალმება მოსწავლეთა ინიციატივებს და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას. |