2020 წლის დეკემბერში რუსთავის საქალაქო სასამართლოს შიდა ტერიტორიაზე, მოსამართლეების და აპარატის თანამშრომლების უშუალო ძალისხმევით მოეწყო და შეიქმნა შიდა რეკრეაციული სივრცე (სახელწოდებით: „ჩვენი ბაღი“, სადაც დაირგო დაახლოებით 50-მდე სხვადასხვა სახეობის ვარდი).
სივრცე მოეწყო ზღაპრების ილუსტრირებისას გამოყენებული ატრიბუტებით, რაც ვფიქრობთ, ერთობლიობაში მიმზიდველს და სიამოვნების მომგვრელ გარემოს ქმნის ჩვენი მოსამართლეებისთვის, აპარატის თანამშრომლებისთვის და ამ ტერიტორიაზე დაშვების მქონე პირებისთვის, რომლებიც თუნდაც რამდენიმე წუთით, შეძლებენ მოწყდნენ მათ ძირითად საქმიანობას და განიტვირთონ.
|