2024 წლის 18 აპრილს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მადლობის წერილი მიიღო. მოქალაქე მადლობას უხდის რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსს, ქალბატონ მაია იასეშვილს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეს არ დაუმალავს პერსონალური მონაცემები, საზოგადოებას წარმოდგენილ განცხადებას ვთავაზობთ ამ პირის პერსონალური მონაცემების დაფარვით, ვინაიდან, ჩვენ არ შეგვითანხმებია მასთან აღნიშნული განცხადების გასაჯაროვების საკითხი.
|