2024 წლის 13, 14, 21 და 22 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელიც შეეხებოდა სასამართლოს თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეებთან ურთიერთობების სტანდარტებს.
მოქალაქეებთან ურთიერთობების სტანდარტებთან მიმართებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სერტიფიცირებული თანამშრომლის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის - მაია იასეშვილის მიერ, პრაქტიკული რჩევების მიმოხილვისას ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
ა) მოქალაქესთან შეხვედრისა და ურთიერთობის ზოგადი სტანდარტები;
ბ) არავერბალური კომუნიკაცია;
გ) გენდერული/ეთნიკური/ეროვნული და სხვა ტიპის უმცირესობებთან, ამასთან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან ურთიერთობის სტანდარტები;
ე) პროცედურების გაჭიანურების შემთხვევაში ქცევის თავისებურებები;
ვ) გადამისამართების სტანდარტები;
ზ) პრობლემური სიტუაციის მოგვარება;
თ) სატელეფონო ურთიერთობის სტანდარტები;
ი) გარეგნული იერსახე და ჩაცმის სტილი;
კ) „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის № 200 დადგენილება.
|