2024 წლის მაისის თვეში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სამუშაო ოთახში მოეწყო თანამედროვე დიზაინის, არასტანდარტული სექციური სამუშაო მაგიდა.
სამუშაო მაგიდების ამგვარმა წყობამ შესაძლებელი გახადა დამატებით ერთი სპეციალისტის სამუშაო სივრცის მოწყობა.
საყურადღებოა აღინიშნოს, რომ სამუშაო სივრცეები ერთმანეთისგან გამიჯნულია გამყოფი ბარიერებით. სამუშაო სივრცეების მაქსიმალურად ეფექტურად და კომფორტულად გამოყენების უზრუნველსაყოფად თითოეული სივრცე აღჭურვილია ინდივიდუალური: ტელეფონით, პრინტერით, სკანერით, უსადენო კლავიატურა/მაუსით, განათებით და დენის წყაროთი, რაც თანამშრომლებისთვის ქმნის მყუდრო და კომფორტულ გარემოს.
სამუშაო სივრცეების ამგვარი მოწყობა ასევე უზრუნველყოფს განუხრელად იქნეს დაცული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და აცილებული იქნას მონაცემთა დამუშავებისას ინციდენტის (მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის, კერძოდ მონაცემების არამართლზომიერი ან შემთხვევითი დაზიანების, დაკარგვის, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნების, განადგურების, შეცვლის, მათზე წვდომის, მათი შეგროვების/მოპოვების ან სხვაგვარი უნებართვო დამუშავების) წარმოშობის საფრთხე.
|