რუსთვის საქალაქო სასამართლო შეუერთდა საზოგადოებრივ აქტივობას - „ნუ დაჩაგრავ, შეიფარე“. ამ პროექტის ფარგლებში რუსთავის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები პატრონაჟს უწევენ ჩვენი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაბინავებულ მიუსაფარ ძაღლს - ჟორჟიკას, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოდის რუსთავის საქალაქო სასამართლოს წინა მიმდებარე ტერიტორიაზე და მომდევნო დღის სამუშაო საათების დაწყებამდე იმყოფება შენობასთან.
ჟორჟიკასთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლების მიერ, შეძენილი იქნა სახლი. იმის გათვალისწინებით, რომ ძაღლების მიმართ საზოგადოების ნაწილს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ხშირ შემთხვევაში შიშიც კი აქვს, ძაღლის საცხოვრებელი სახლი განთავსდა სასამართლოს შენობისგან მოშორებით, ამასთან თანამშრომლები ყოველდღიურად უზრუნველყოფენ მის კვებას. უცნაურია, რომ ჩვენი პატრონაჟის ქვეშ მყოფი ჟორჟიკა დღემდე სასამართლოსთან მოდის მხოლოდ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ და შენობის მიმდინარე ტერიტორიას ტოვებს მომდევნო დღის სამუშაო საათების დაწყებამდე. ჩვენი ჟორჟიკა გამოირჩევა განსაკუთრებული სიმშვიდით და ყურადღებით.
ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე!
|