Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მადლობის წერილი!

13-07-2024
მადლობის წერილი!

2024 წლის 05 ივლისს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მადლობის წერილი მიიღო.

 

მოქალაქე, რომელსაც კანომდებლობით დადგენილ ვადებში სრული მოცულობით გადაეცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, მადლობას უხდის რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსს, ქალბატონ მაია იასეშვილს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეს არ დაუმალავს პერსონალური მონაცემები, საზოგადოებას წარმოდგენილ განცხადებას ვთავაზობთ ამ პირის პერსონალური მონაცემების დაფარვით, ვინაიდან, ჩვენ არ შეგვითანხმებია მასთან აღნიშნული განცხადების გასაჯაროვების საკითხი.

 

საყურადღებოა აღინიშნოს, რომ 2024 წელს, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მიღებული სერვისით კმაყოფილი სასამართლოს მომხმარებელი, წერილობით მადლიერებას გამოხატავს რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს, ქალბატონ მაია იასეშვილის მიმართ. 

 

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია